TaoNews.Ge

“რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში”- იენს სტოლტენბერგი

“რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში”- იენს სტოლტენბერგი

რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს მინისტერიალის შემდეგ.

მისი თქმით, რუსეთი ასევე მხარს უჭერს ბელარუსში მიმდინარე სადამსჯელო ზომებს და ცდილობს, ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის საქმეებში.

„რუსეთი განაგრძობს ფართომასშტაბიან სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. ნატოს მოკავშირეებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. მისი მცდელობები, არჩევნებზე მოეხდინა გავლენა, კიბერშეტევები და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ალიანსის პასუხი მტკიცე და თანმიმდევრულია.

„რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატომ მნიშვნელოვნად გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა. გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა. შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს. ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უნდა თავდაცვის პოლიტიკის განხილვა და ადაპტირება უნდა განვაგრძოთ. როდესაც საქმე ეხება, მათ შორის რუსეთის მხრიდან მზარდ სარაკეტო საფრთხეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!