TaoNews.Ge

„რუსეთი უკრაინის საზღვართან დაჯგუფებას ზრდის”- უკრაინის ჯარის სარდალი

„რუსეთი უკრაინის საზღვართან დაჯგუფებას ზრდის”- უკრაინის ჯარის სარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის სერგეი ნაევის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის საზღვართან დაჯგუფებას ზრდის, მაგრამ შეტევისთვის პირდაპირი მზადება არ არის. ამის შესახებ ნაევმა სავიკ შუსტერის საავტორო გადაცემაში განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველა შესაძლო სცენარს განიხილავენ, მათ შორის ყველაზე ცუდსაც.

„ჩვენ შეტევითი დაჯგუფებების შექმნას ვერ ვხედავთ, თუმცა დაძაბულობა კვლავ საკმაოდ მაღალია. კრიტიკული ხაზი გადაკვეთილი არ არის“ – განაცხადა ნაევმა.

მისი ინფორმაციით, 2015-2016 წლებში უკრაინის გარშემო, მათ შორის ყირიმში და დონბასში რუსეთის შეიარაღებული ძალების 88 ათასი სამხედრო იმყოფებოდა. ახლა ეს რაოდენობა 103 ათასამდეა გაზრდილი. მოსალოდნელია რუსეთის დაჯგუფების გაზრდა 110 ათასამდე. ნაევის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გაცილებით დიდი დაჯგუფების მოსაგერიებლად ემზადება.

წყარო : Pia.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!