TaoNews.Ge

რუსეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს, – ამის შესახებ Reuters-ი  იუწყება.

მოსკოვმა ნატოსგან იურიდიულად სავალდებულო გარანტიები მოითხოვა, რომ ბლოკი გაფართოებას შეაჩერებს და 1997 წლის საზღვრებს დაუბრუნდება.

სამინისტროს განცხადებით, რუსეთს სურს, რომ რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ყველა უცხოური ჯარის, იარაღისა და სხვა სამხედრო ტექნიკის გაყვანა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

19 იანვარს რუსეთის დუმის დეპუტატებმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარება სთხოვეს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!