TaoNews.Ge

რუსეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და კიდევ 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი, PACE-ში საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის თანამომხსენებელი ჟაკ მერუ, ასევე, ბერლინის მთავარი პროკურორი იორგ რაუპახი.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სანქციები საპასუხო ნაბიჯია ევროკავშირის ქმედებებზე, რომელმაც 2021 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ევროკავშირმა როსგვარდიის, საგამოძიებო სტრუქტურებისა და FSB-ს რამდენიმე თანამშრომელს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, ლგბტ თემის უფლებების უგულებელყოფისთვისა და რეპრესიებისთვის სანქციების ქვეშ მოყვნენ ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი და რამდენიმე ოფიციალური პირი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!