“რუსეთი არ დაუშვებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან სხვა ქვეყანამ „ძალის პოზიციიდან” ესაუბროს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ამერიკელები ახლა მანტრასავით იმეორებენ: ჩვენ ყველას დაველაპარაკებით ძალის პოზიციიდან. არც პუტინი და არც სხვა ვინმე რუსეთის ხელმძღვანელობიდან ამერიკელებს ან ვინმე სხვას ჩვენთან ასე საუბრის საშუალებას არ მისცემს. ეს გამორიცხულია ”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, პესკოვმა უპასუხა, რომ მას ”ექსტრემალურ სცენარებზე” საუბარი არ სურს.