TaoNews.Ge

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის საზღვრისკენ ჯავშანტექნიკა დღესაც გადაადგილდება (ვიდეო)

რუსეთი აპირებს, რომ არმიის რიცხვი 1.5 მილიონ ადამიანამდე გაზარდოს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ჯარში ფართომასშტაბიანი ცვლილებები იგეგმება.

რუსული მხარე იუწყება, რომ არმიის რიცხვი 2023-2026 წლების პერიოდში 1.5 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.

„შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ფართომასშტაბიანი ცვლილებები იგეგმება. ესენია: მათი რაოდენობის გაზრდა, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული განყოფილების ცვლილება, რომელიც განხორციელდება 2023-2026 წლებში. გარდა ამისა,მინისტრის ყველა მოადგილის, თავდაცვის, მთავარსარდლების (შეიარაღებული ძალების ტიპები), მეთაურების შესაბამისი გადამზადება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!