TaoNews.Ge

საქართველოს NATO-ში ფორსირებულად გაწევრიანების გეგმა რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო უწყებამ თბილისს ნოტა გამოუგზავნა „ევროპული საქართველოს” აქციის გამო

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობის ფასადზე „ევროპულმა საქართველომ” უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახა.

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან „პარტია „ევროპული საქართველოს” მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას რუსეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა სწორედ, ამ აქციას. სამინისტრო ამის გამო შეშფოთებულია. როგორც ზაიცევმა განაცხადა, ამ საკითხზე მათ ნოტა გადასცეს საქართველოს საგარეო უწყებას.

„26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ გამართა ანტირუსული აქცია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის შენობასთან ახლოს. ცოტა ხნით ადრე კი სექციაში გამოირთო ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგება.

რუსეთის ინტერესების სექციასთან მომხდართან დაკავშირებით გაგზავნილია ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვენის 1961 წლის 18 აპრილის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციის მკაცრი დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალოგიური შეტყობინება გადასცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელს“, – განაცხადა ზაიცევმა.

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის სექციის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი.

რუსეთის საგარეო უწყება იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რომ არ დაუშვას „ასეთი ინციდენტები”.

ოფიციალური თბილისისთვის რუსეთიდან გამოგზავნილი ნოტის საკითხზე რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მის პოზიციას მიღებისთანავე გაცნობებთ.

26 იანვარს თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან პარტია „ევროპული საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია – „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“.

აქციის ორგანიზატორებმა შენობის ფასადზე უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები გამოსახეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!