TaoNews.Ge

რუსეთის პატრიარქმა შოიგუ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის პატრიარქი: რუსეთის შეიარაღებული ძალები სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ

რუსები მშვიდობისმოყვარე ხალხია, თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან, დაიცვან საკუთარი ქვეყანა, – ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა განაცხადა.

პატრიარქმა კირილმა მწუხარება გამოთქვა საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, თუმცა იმავდროულად, რუს სამხედროებს ფიცის ერთგულებისა და მისიის შესრულებისკენ მოუწოდა.

„რუსეთი მშვიდობისმოყვარე ერია, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაზე მეტად დაზარალდა ომებით და არავისთვის სურს ზიანის მიყენება, მაგრამ ჩვენ ასე ვართ გაზრდილები – ჩვენ ყოველთვის დავიცავთ სამშობლოს. ჩვენ წელში გადავტეხეთ ფაშიზმი, რომელიც აუცილებლად დაამარცხებდა მსოფლიოს, რომ არა რუსი ხალხის სიმამაცე, ღმერთი დღესაც დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, მაშფოთებს ყველა ადამიანის ბედი, რომლებიც სამხედრო მოქმედებების არეალში ცხოვრობენ, რადგან ისინი ჩვენი დები და ძმები არიან. დღეს ჩვენ საომარ მოქმედებაში ვართ და უნდა ვიყოთ ძლიერები. როდესაც ვამბობ „ჩვენ“, პირველ რიგში, ვგულისხმობ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც სამშობლოს წინაშე დადებული ფიცის ერთგულნი უნდა იყვნენ. ასევე, ვგულისხმობ რუს ხალხს, რომელიც უნდა გამოფხიზლდეს, რადგან ისტორიული პერიოდი გვიდგას, რომელმაც, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს“, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!