TaoNews.Ge

რუსეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და 7 ევროპელ მაღალჩინოსანს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთის თავდაცვის უწყება – სამინისტრო არ გეგმავს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნებაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მობილიზაციის გამო, სხვა ქვეყნებში გადასული მოქალაქეების ექსტრადირების მოთხოვნას არ გეგმავს, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არ მიმართა ყაზახეთს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეების სავარაუდო იძულებით დაბრუნების თაობაზე – და არც აპირებს ამის გაკეთებას, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია არანაირი მიმართვა ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისთვის იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა რუსეთში იძულებით დაბრუნების შესახებ. მიმართვა არ შემუშავებულა და არც იგეგმება“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!