TaoNews.Ge

რუსეთს კასპიის ზღვის ფლოტის 10 სადესანტო და საარტილერიო გემი, კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში გადაჰყავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აზოვის ზღვა დაკეტა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაკეტა აზოვის ზღვა და საჰაერო სივრცის უმეტესი ნაწილი, – ამის შესახებ ინფორმაციას mk.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვა 21 თებერვლიდან 26 თებერვლამდე იმოქმედებს.

გადაწყვეტილება, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ უკრაინელი სამხედროები კვლავ აგრძელებენ სამხედრო წვრთნებს.

გადაწყვეტილება, ასევე, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესკალაციას შეიძლება უკავშირდებოდეს.

რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა უარყო ბრალდებები, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს.

მისი თქმით, მსგავსი გეგმები არ არსებობს. მან დასძინა, რომ რუსეთმა საჯაროდ გამოაცხადა მზადყოფნა განაგრძოს დიპლომატიური ძალისხმევა ყველა საკითხის მოსაგვარებლად.

ამასთან, ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გარდაუვალია და მასზე თავდასხმას უახლოეს დღეებში გეგმავს.

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ „თავდასხმის რისკი ძალიან მაღალია, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გეგმავს“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსეთს მასიური სექციებით ემუქრება და ამბობს, რომ თუ იქნება მორიგი სამხედრო აგრესია, რუსეთს მასიური სანქციებით უპასუხებს.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!