TaoNews.Ge

რუსეთის დუმა პოზნერის სკანდალს ეხმაურება – “სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნა”

რუსეთის დუმა პოზნერის სკანდალს ეხმაურება – “სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნა”

ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს, რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  პოზნერის გარშემო განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია.

“პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითარებული მოვლენები, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად ღრმა კრიზისშია საქართველო. რადიკალიზმი ბევრ რამეში განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს,“- აღნიშნა ვოლოდინმა.

მისი თქმით, ანალოგიური მოხდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართაც. „ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა,“- განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!