TaoNews.Ge

“რუსეთისა და ნატო-ს ურთიერთობები რთულია. ის იყენებს ძალას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ” – სტოლტენბერგი

“რუსეთისა და ნატო-ს ურთიერთობები რთულია. ის იყენებს ძალას საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ” – სტოლტენბერგი

რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები რთულია. ამის მიზეზი რუსეთის ქცევაა, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

“გარკვეული დროა, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობები რთულია. ამის მიზეზი არის რუსეთის ქცევა, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის კიბერთავდასხმებზე, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და ა.შ. რუსეთის ასეთმა ქცევამ განაპირობა ალიანსის ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის შემდეგ, მათ შორის ჩვენი ძალების მაღალი მზადყოფნა, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის საბრძოლო დანაყოფების გაგზავნა და დაფინანსების გაზრდა”- ამბობს სტოლტენბერგი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!