TaoNews.Ge

რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა

რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა

დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსეთიდან ყირიმში მძიმე ტექნიკის ათობით კოლონა და ეშელონები შევიდა. პარალელურად უკრიანის რადაში საგანგებო სხდომაზე უკრაინის არმიის გენშტაბის მეთაურმა განცხადა, რომ შეიმჩნევა უკრაინის საზღვრებთან რუსული ტექნიკის და ცოცხალი ძალების მობილიზაცია. მტრის ჯარი კონცენტრირებულია ოკუპირებულ ყირიმში, ასევე როსტოვის, ბრიანსკისა და ვორონეჟის რეგიონებში.
”მოსალოდნელია 25-მდე ტაქტიკური ჯგუფის დამატებითი კონცენტრაცია, რაც საზღვართან არსებულებთან ერთად, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოებას”.
ყირიმში ამ დროისათვის 32700 რუსი სამხედრო იმყოფება. მარტში რუსეთმა საარტილერიო დახმარებით წვრთნა თავისი ჯარები. წვრთნების დასრულების შემდეგ, ქვედანაყოფები პოლიგონის ტერიტორიაზე დარჩნენ და იქ კიდევ 5 ჯგუფი გადავიდა.
“წლის დასაწყისიდან ORDLO– ში გადაიტანეს 19 ათასი ტონა საწვავი, 335 ტონა საბრძოლო მასალა, ტანკები, სპეციალური ტექნიკა. 122 კალიბრის არტილერია და 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები. აღნიშნული ინფორმაციები რომელიც ყოველდღიურად შემოდის ზრდის უკრიანის უსაფრთხოებისს დარღვევის რისკებს, რის გამო განვიხილავთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარს.-განაცხადა გენშტაბის მეთაურმა რუსლან ხომჩაკმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!