TaoNews.Ge

რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით ელენე ხოშტარიას ოჯახმა სოფელ ორბეთში მიწის ნაკვეთი იყიდა

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ბოლო პერიოდში ხოშტარიების მიერ შეძენილი კიდევ ერთი უძრავი ქონების შესახებ.

მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ხოშტარიებმა ამ შემოსავლების ნაწილით სოფელ ორბეთში გუშინ 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდეს. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთში, რომლის მესაკუთრეც ელენე ხოშტარიას დედაა, 30 000 დოლარია გადახდილი.

თავად გოგი ხოშტარიამ ამ ფაქტზე „იმედთან“ საუბარი არ ისურვა. ერთ-ერთ ინტერვიუში კი გოგი ხოშტარია ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ვალუტით აიღებს ჰონორარს, რომელიც სოლიკო ვირსალაძეს ეკუთვნის.

რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და სახელმწიფო თეატრებიდან გადმორიცხულ რუსულ რუბლებზე ელენე ხოშტარია ისევ დუმს. მმართველი გუნდის მოწოდება, გაასაჯაროოს ოკუპანტი ქვეყნიდან მისი ოჯახის ანგარიშზე გადარიცხული თანხების დოკუმენტაცია, უპასუხოდ რჩება.

რუსული რუბლების შესახებ ელენე ხოშტარიას დუმილი მმართველი გუნდისთვის პასუხია კითხვაზე, თუ საით და რა მიზნით არის მიმართული ოკუპანტი ქვეყნიდან მიღებული თანხა.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!