TaoNews.Ge

მოსკოვმა ჩეხეთის საპასუხოდ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 24 საათიანი ვადა განუსაზღვრა

რუსების 80% საბჭოთა ეპოქას „დიდებულ დროდ“ მიიჩნევს

რუსების აბსოლუტური უმრავლესობა საბჭოთა ეპოქას კარგ დროდ მიიჩნევს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი კი  სსრკ-ის დაშლას ნანობს, – ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული.

გამოკითხულთა 80%-მა განაცხადა, რომ საბჭოთა ეპოქა „კარგი დრო“ იყო. ყველაზე ნაკლებად ყველა ასაკობრივ ჯგუფში ასე ფიქრობენ 18-30 წლის რუსები. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ ადამიანების 64%, რომლებსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში არ უცხოვრიათ, ამ ეპოქას „კარგ დროდ“ თვლის.

გარდა ამისა, გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 63% სსრკ-ის დაშლას ნანობს.

გამოკითხვა რუსეთის ფედერაციის 104 დასახლებულ პუნქტში 2022 წლის 16-18 დეკემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 500-მა სრულწლოვანმა რესპონდენტმა მიიღო.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!