TaoNews.Ge

“როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი?” – ვის მიმართავს ანდრია ჯაღმაიძე

“როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი?” – ვის მიმართავს ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თეოლოგ ლადო ნარსიას ფეისბუქპოსტს ეხმიანება, სადაც ნარსიამ ის, სხვა პირებთან ერთად, “ქართული ოცნების” ოპერიდან “რუსეთის ბოლო აკორდად” მოიხსენია.

დეკანოზი ანდრია. წერს:

“მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში. ახლა დაუფარავად განაცხადა ეს.

შეკითხვა მაქვს ლადოსთან, როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი, თუ მას მერე ვიქეცი აგენტად, რაც რიგ საკითხებში ვერ შევთანხმდით?

მეგონა, პირად შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა. ცილისწამება რაღა არის შენთვის, როგორც ქრისტიანისათვის და თეოლოგისათვის?

მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?

არ მეგონა, რომ ასეთ დაბალ შეფასებას მივცემდი როდისმე შენს საქციელს. ნულია დღეიდან შენი თეოლოგიური ანალიზების ფასი.

ჩემს შეურაცხყოფას არ ვჩივი, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ რომ წასულხარ, ეგ მაჯავრებს, ვინ დაგიფასებს ასეთ უსინდისობას არც კი ვიცი”- წერს ჯაღმაიძე

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!