TaoNews.Ge

რომის პაპი ფრანცისკე თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

გავრცელებული ინფორმაციით, პაპი ფრანცისკე თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
იტალიური გაზეთი Il Tempo იტყობინება, რომ “წმინდა საყდარსა და თალიბანს შორის მოულოდნელად გაიხსნა საიდუმლო არხი, რომ შეიქმნას ჰუმანიტარული დერეფანი” სამმაგი მოლაპარაკებით ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს, აღმოსავლეთის ეკლესიათა კონგრეგაციას, ერდოღანს და თალიბანს შორის.
ვატიკანის გაზეთმა, Osservatore Romano-მ მანამდე, 19 აგვისტოს, განაცხადა, რომ “რასაკვირველია აუცილებელი იქნება თალიბანთან მოლაპარაკება მიგრაციის საკითხებზე, ასევე ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე…”.
გასულ კვირას პაპმა ფრანცისკემ თავის ანგელუსში ახსენა ავღანეთი და მიმართა წმ. პეტრეს მოედანზე შეკრებილ მომლოცველებს: “მე ვუერთდები ერთსულოვან წუხილს ავღანეთში არსებული მდგომაროების გამო. ყველას გთხოვთ, რომ ჩემთან ერთად ევედროთ ღმერთს მშვიდობა, რათა იარაღის ჟღარუნი შეწყდეს და გამოსავალი მოიძებნოს დიალოგის მაგიდასთან. მხოლოდ ასე დაუბრუნდება ამ ქვეყნის ტანჯული მოსახლეობა – მამაკაცები, ქალები, მოხუცები და ბავშვები – საკუთარ სახლებს და იცხოვრებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, სრულ ურთიერთპატივისცემაში”.

მსოფლიოს საეკლესიო სიახლენი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!