TaoNews.Ge

რომის პაპი – უკრაინის აღმოსავლეთში საჭიროა ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორმხრივ ნდობას, შერიგებასა და მშვიდობას

„მე შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ რაიონში მოვლენებს, სადაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მრავალჯერ დარღვევას. მღელვარებით ვაკვირდები სამხედრო აქტივობის ზრდას. გთხოვთ, მე მტკიცე იმედი მაქვს, რომ დაძაბულობის ზრდა შეიძლება თავიდან იქნას აცილებული. პირიქით, საჭიროა ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორმხრივ ნდობას, შერიგებასა და მშვიდობას, რაც ასე აუცილებელი და სასურველია. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ ის მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი, რაც იქ მყოფ ხალხს დაატყდა თავს. მათ მიმართ გამოვხატავ ჩემს სიახლოვეს და ერთად ვილოცოთ მათთვის“, – ბრძანა რომის პაპმა ფრანცისკე საკვირაო ქადაგებისას.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!