TaoNews.Ge

საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი განახევრდა

„როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ და იტალიამ რუბლის ანგარიშები გახსნეს

გერმანიისა და იტალიის მიერ რუბლის ანგარიშების გახსნის შემდეგ, რა აზრი აქვს ბულგრეთის, პოლონეთის და ფინეთის მხრიდან რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე კვლავინდებურად უარის თქმას? – ჰკითხა BTV-მ ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ნიკოლოვს.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბულგარეთი უახლოეს დღეებში აუცილებლად გაესაუბრება ევროკომისიას და გადაწყვეტილებას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული პასუხებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას.

კითხვაზე, გერმანიის და იტალიის მიერ რუბლებში საფასურის გადახდის დაწყებას, ხომ არ მოჰყვება პანევროპული მოლაპარაკებები რუსული გაზის ახალ ფასებზე, ნიკოლოვმა უპასუხა, რომ ეს არის ძალიან კარგი კითხვა, რომელსაც აუცილებლად დასვამს ევროკომისიის დონეზე.

სოლიდარობისა და ერთიანობის დონე მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს. თუ არის გამონაკლისები, ჩვენ განვიხილავთ მათ და ვნახავთ, როგორ იმოქმედებს ეს მთელ სისტემაზე. მოლაპარაკებები ხვალ დაიწყება – თანამეგობრობის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის დონეზე. ამ დროისთვის ევროკომისიამ ცხადყო, რომ რუბლით გადახდა სანქციების დარღვევაა. ამასთან ევროკავშირს არ აქვს დაფიქსირებული, უნდა განვასხვავოთ თუ არა რუბლით საფასურის გადახდის დროს კორპორაციები და სახელმწიფო კომპანიები. ველოდები, რომ ყველაფერი გაცილებით ნათელი გახდება მომავალი კვირის შუა რიცხვებში, განაცხადა მინისტრმა.

გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარის თქმის გამო, „გაზპრომმა” გაზის მიწოდება პოლონეთს და ბულგარეთს 27 აპრილს შეუჩერა, ხოლო ფინეთს 21 მაისს.

Reuters-ის წყაროების თანახმად, ბერლინმა განუცხადა გერმანელ გაზის იმპორტიორებს, რომ მათ შეუძლიათ გახსნან რუბლის ანგარიშები, თუ გაზპრომბანკში გადახდები არ განხორციელდება რუსულ ვალუტაში. იტალიის მთავრობამ ასევე მიიღო განმარტება ევროკომისიისგან, თუ როგორ უნდა იყიდოს გაზი სანქციების დარღვევის გარეშე.

ამ დროისთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ გაზის საფასურს რუბლით იხდის უნგრეთი და არაა ცნობილი სხვა ქვეყნები დათანხმდნენ რუბლი საფასურის გადახდას, თუ რუსეთმა დახუჭა თვალები მათ უარზე და აგრძელებს გაზის მიწოდებას.

ევროკავშირის რიგი ქვეყნების მიერ სანქციების დაურღვევლად გაზის ყიდვის გზების ძებნა ბევრს აფიქრებინებს მათზე, რომ ისინი ფორმალური მხარეების მოგვარებით საკუთარი თავის მოტყუებას ცდილობენ, სინამდვილეში კი არღვევენ შეთანხმებას რუსული გაზის ემბარგოზე

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!