TaoNews.Ge

როენა ხუცურაულმა სასტუმრო “მამიდა“ თავისუფლების სანაცვლოდ დათმო

როენა ხუცურაულმა სასტუმრო “მამიდა“ თავისუფლების სანაცვლოდ დათმო

პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის საქმეში ბრალდებულმა როენა ხუცურაულმა სასტუმრო „მამიდა“ თავისუფლების სანაცვლოდ დათმო. ამის შესახებ ხუცურაულის ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

„კი, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, (რომლის თანახმადაც თმობს თავის ქონებას). პანსიონატთან დაკავშირებით ბუნებრივია შეწყდება ხელშეკრულება და დაიდება ახალი. მისი გადაწყვეტილებაა, სხვა ქონებაზე საუბარი არ არის“, – ამბობს ადვოკატი არჩილ დვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 მაისს, როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, 30 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა.

„მამიდა“ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მან სასამართლოშივე განაცხადა, რომ აღნიშნულ ობიექტზე ქველმოქმედების მიზნით სათნოების სახლის დაარსებას აპირებდა.

წყარო:პრაიმტაიმი

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!