პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნამახვანჰესთან დაკავშირებით, რიონის ხეობის მცველები გამოეხმაურნენ. მათ მიაჩნიათ , რომ ღარიბაშვილის განცხადებები ემოციური და გაუაზრებელია.
“თვითონვე გამიჯნა თავის საუბარშივე, რომ არსებობს გულწრფელი პროტესტი და არსებობს დესტრუქციული ძალები. მე არ ვიცი, ჩვენ ვის გვაკუთვნებს პრემიერი, რომელ მხარეს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროტესტი არის არგუმენტირებული და სამართლიანი. ემოციურ განცხადებებს აკეთებს პრემიერმინისტრი და არანაირად არ ეფუძნება საკითხის სიღრმისეულად გააზრებას”,-თქვა ვარლამ გოლეთიანმა ღარიბაშვილის პასუხად
შეგახსენებთ, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებული ისტერია უნდა შეჩერდეს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. პრემიერის განცხადებით, ნამახვანჰესის კაშხალზე სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვემდე შეჩერდა.