TaoNews.Ge

რიონის ხეობაში 5000 თურქეთის მოქალაქის ჩასახლება იგეგმება -სანდრო ბრეგაძე

რიონის ხეობაში 5000 თურქეთის მოქალაქის ჩასახლება იგეგმება -სანდრო ბრეგაძე

,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე  რიონის ხეობაში  თურქული კომპანიის მიერ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ,,დაზუსტებული ინფორმაციით – 5 წლის განმავლობაში იგეგმება 5000 თურქეთის მოქალაქის ჩასახლება რიონის ხეობაში პირველ ეტაპზე ეს ხალხი იქნება ფინანსური მენეჯერები,მშენებელი-ინჟინრები, გეოლოგები მეორე ეტაპზე ჩამოიყვანენ ჰიდროინჟინრებს და ჰესის მომსახურე სხვა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებსმესამე ეტაპზე მასობრივად ჩამოვლენ მუშები,ხელოსნები და ასე შემდეგ‼️დღეს ამ ამაზრზენ ფაქტს არავინ დაადასტურებს,იტყვიან რომ ძირითადად ქართველებს დაასაქმებენ,მაგრამ ეს არის ის თვალთმაქცობა,რომელიც ჩაფიქრებულია 5000 თურქის ჩასასახლებლად რიონის ხეობაში‼️წარმოიდგინეთ – ახალგაზრდობისგან დაცარიელებული სოფლები,ღარიბი ქართველი მოსახლეობა და მათ მეზობლად ფინანსურად ძლიერი უცხოელები,რომლებსაც რამდენიმე ათასი დოლარი ხელფასით,ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ დიდი ფული და სახელმწიფო უმაგრებს ზურგს – მერწმუნეთ რომ მთელი რიონის ხეობის მოსახლეობა იძულებული გახდება იმუშაოს თურქულ კომპანიაზე და შეასრულოს თურქების ბრძანებები თუ დავალებები‼️რომ დაუფიქრდე ამაზე დიდი ღალატი შესაძლოა უახლოეს ისტორიაში არ არსებობდეს‼️მოურიდებლად ვიტყვი – დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე ბრძოლა ტოლსწორია ხრესილის ლეგენდარული ბრძოლისა,როდესაც სოლომონ მეფის წინამძღოლობით ქართველებმა დაამარცხეს დამპყრობელი და გაათავისუფლეს სამშობლო‼️თუ ეს დაწყევლილი ჰესი აშენდა,მაშინ შეიცვლება არა მარტო ეკოლოგიური კლიმატი,არამედ დემოგრაფიული სურათი და რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან მთელს რიონის ხეობაში‼️დიახ ეს ბრძოლა ხრესილის ბრძოლაა და ამ ბრძოლაში გამარჯვება საქართველოს თავისუფლებას უტოლდება‼️უფალი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა ბრძოლაში‼️ჩვენთან არს იესო ქრისტე‼️

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!