TaoNews.Ge

რესტორანი, რომლის ყოფილი თანამშრომელი ბერა ივანიშვილს მუქარაში ადანაშაულებს, განცხადებას ავრცელებს

რესტორანი, რომლის ყოფილი თანამშრომელი ბერა ივანიშვილს მუქარაში ადანაშაულებს, განცხადებას ავრცელებს

რესტორანი „გრილ თაუნი” ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს,ამერიკაში მცხოვრები ბათუმელი ჟურნალისტის ტატო ცეცხლაძის ბრალდებებზე, თითქოს, სამსახურიდან სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილზე დაწერილი სტატუსის გამო გაათავისუფლეს.

გრილ-თაუნის სახელით გვსურს ოფიციალურად განვაცხადოთ რომ ბატონი ტატო ცეცხლაძე მართლაც მუშაობდა გრილ-თაუნში, თუმცა არავითარ ინციდენტს მასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია და მის მიერ გაკეთებული განცხადება სრულიად შეუსაბამოა სამსახურიდან წასვლის რეალურ მიზეზთან”

ჩვენი ინფორმაციით, ის აჭარის ტელევიზიიდან გეგმავდა აშშ-ში წასვლას რაც გახლდათ რეალური საფუძველი სამსახურიდან წასვლის. როგორც ვვარაუდობთ, მისთვის ხელსაყრელი იყო „დევნილის მანტიით” აღნიშნულ ქვეყანაში სტატუსის მიღება. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა განცხადება, რომელიც ლახავს ჩვენს იმიჯს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება,” – წერია რესტორნის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!