TaoNews.Ge

რა უთხრა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე მამა ანდრიამ ირმა ინაშვილს

რა უთხრა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე მამა ანდრიამ ირმა ინაშვილს

,,სოხუმში გავიცანი, ომის დროს. პური მიწილადა . სამი დღის მშიერი ვიყავი. არასდროს დამავიწყდება ეს დღე. მამა ანდრია იყო სულში. აღსარება ჩავაბარე. მითხრა: იცოცხლებ, ომში არ დაზიანდები, წინ დიდი ქარტეხილები გაქვსო. არ მთავრდება ეს ქარტეხილები. ამ ზაფხულს ილორში რომ ვიყავი, სულ მამა ანდრია მახსენდებოდა. თითქოს ჩემთან იყო.”

ასე იხსენებს ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აფხაზეთში საომარი მოქმედების დროს, ბერ ანდრია ყურაშვილთან შეხვედრას, რომელიც აფხაზებმა, სოხუმის მახლობლად სოფელ კომანში, იური ანუასთან ერთად წამებით მოკლეს.

სიკვდილის წინ აფხაზებმა მამა ანდრიას კითხეს: ეს მიწა ქართველებისაა თუ აფხაზების?! ზეცას აღაპყრო თვალები მამა ანდრიამ. თავადაც არ იცოდა, როგორ პოულობდა ძალას შეენარჩუნებინა ასეთი სიმშვიდე. გარკვევით, სათნოებით წარმოთქვა: ” მიწა ღვთისაა! ” ამის თქმა იყო და კისერში ესროლეს.

იმედია, მალე დადგება დრო, ყველანი იმ სიკვდილის გზით, რომლითაც დავტოვეთ აფხაზეთი და რომელიც სწორედ ირმა ინაშვილმა გადაიღო და შემოუნახა მომავალ თაობას, ჩავალთ ჩვენს მეორე იერუსალიმში.

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!