TaoNews.Ge

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მოგებით

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მოგებით

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას 250-იანი ტურნირის ფინალში რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა და კარიერაში მეოთხე ტიტულს დაეუფლა.

დაპირისპირების პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა - ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმების მოგებას ახერხებდა. საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკზე მივიდა, სადაც ქართველმა 7:5 მოიგო.

მეორე სეტში ბასილაშვილმა 32 წლის ესპანელთან დიდი უპირატესობა მოიპოვა. მსოფლიოს მე-13 ჩოგანთან ნიკოლოზმა 2 ბრეიკი შეასრულა და მატჩში დამაჯერებლად - 7:6; 6:2 გაიმარჯვა.

დოჰაში ჩემპიონობით 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 69 520 დოლარი გამოიმუშავა და 250 სარეიტინგო ქულა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი ტურნირამდე 42-ე პოზიციაზე იყო, თუმცა ჩემპიონობის შემდეგ Live რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 37-ეა.

მსგავსი სიახლეები

„ტესტი უარყოფითია”- სალომე ზურაბიშვილი
კოპირება აკრძალულია!