TaoNews.Ge

სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა – ნიკა გვარამია

“რაც უფრო ღრმად შევდივართ ტყეში, მით უფრო ფუჩეჩია ქალბატონი თეას სკალპის ქვეშ…” – გვარამია წულუკიანზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა:

“მე ხომ ვთქვი, რომ უცენზურო სიტყვებს ეთერში აღარ ვიტყვი და აღარ ვამბობ. ემა გოგოხია კი ფარავს სამეგრელო-ზემო სვანეთს და კარგად ფარავს, ქალბატონი წულუკიანი რას ფარავს, ეგ მაინტერესებს. ჩვენს მიკროფონს რომ იპარავს და ფარავს, ეგ ვიცი. ვხედავთ უკვე. მაგრამ საკუთარი სკალპის ქვეშ რას ფარავს, ეგ მაინტერესებს.

ტვინია რაც იქ არის, თუ ფუჩეჩი. რაც უფრო ღრმად შევდივართ ტყეში, მით უფრო ფუჩეჩია ქალბატონი თეას სკალპის ქვეშ, სამწუხაროდ. სამწუხაროდ არა მისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის, სადაც ის არის პირველი ვიცე-პრემიერი. სამწუხაროდ თქვენთვის. ვინც მას ვერ თუ არ ცვლით. სამწუხაროდ ყველასთვის, იმიტომ რომ ეს ქვეყნის დასასრულის დასაწყისია. როდესაც იუსტიციის მინისტრი საჯაროდ იპარავს მიკროფონს და მერე ქურდულ გარჩევებზე სვანეთში იბარებს ჟურნალისტს, სამწუხაროა და სირცხვილი. ოღონდ თქვენი სირცხვილი. ჩემიც. ჩვენი საერთო სირცხვილი”

მსგავსი სიახლეები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!