TaoNews.Ge

“რასაც ეს ქალბატონი წერს, სხვა არაფერია, თუ არა ნაწილაკი უზომო სიბრიყვის” – რა დაწერა ნატალია საბანაძემ ზვიად გამსახურდიაზე, რამაც მისი  ვაჟის გაღიზიანება გამოიწვია

“რასაც ეს ქალბატონი წერს, სხვა არაფერია, თუ არა ნაწილაკი უზომო სიბრიყვის” – რა დაწერა ნატალია საბანაძემ ზვიად გამსახურდიაზე, რამაც მისი  ვაჟის გაღიზიანება გამოიწვია

პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ის თანამდებობიდან  გადამდგარ, საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ნატალია საბანაძეს აკრიტიკებს.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ :

„ახლახანს გადამდგარ ნატალია საბანაძეს, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, წიგნი დაუწერია ბასკურ და ქართულ ნაციონალიზმებზე, (Globalization and Nationalism, The cases of Georgia and basque Country, 2010) სადაც გასაოცარ „სიბრძნეებს“ ვკითხულობთ – ზვიად გამსახურდია და მისი მოძრაობა „მებრძოლ ეთნონაციონალისტების“ მოძრაობა ყოფილა – ანუ ეს, თუ სიტყვების კონნონტაცია გესმით, ტიპოლოგიურად არის რაღაც გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის. აი, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალიზმი იგივე არ არისო.

წიგნში ვკითხულობთ: „Saakashvili’s nationalism cannot be seen as a mere revival of the Gamsakhurdia-style, militant ethnonationalism. It displayed markedly defferent characteristics, propagating a predominatly civic and inclusive conception of the Georgian nation and identity. He was the first leader of post-communist Georgia that openly appealed to georgia’s alienated national minorities, promising them a state for its citizens and not only for its ethnic majority“ – თურმე სააკაშვილამდე სახელმწიფო მარტო დომინანტი ეთნოსისთვის, ქართველებისთვის ყოფილა, სააკაშვილს კი ყველასთვის მიუცია შესაძლებლობა წილი დაედო მასში. ანუ პირდაპირ ჩაგესმის მოსკოვის პროპაგანდისტული მანქანის საყვარელი ლოზუნგი ზვიად გამსახურდიაზე „გრუზია ტოლკო დლია გრუზინ“, რაც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა მისი ლოზუნგი და არც ოდესმე თქმულა ზვიად გამსახურდიას პირიდან, პირიქით, უარყოფილიც კი აქვს რამოდენიმეჯერ;

ლოზუნგი, რომელიც მისი შეურიგებელი ოპონენტების პროგრამაშიც კი გაკრთა ერთი-ორჯერ. მაგრამ ქალბატონ ნატალიას ეს გარემოება არ აინტერესებს. ის ალბათ ახლაც არ იცნობს პრეზიდენტ გამსახურდიას საჯარო გამოსვლების, განცხადებების და ინტერვიუების 5-ტომეულს, ემზარ ჯგერენაიას თაოსნობით დაბეჭდილს საპარლამენტო ბიბლიოთეკაში, ის არ იცნობს (უფრო სწორედ რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტული კლიშეებით იცნობს) გამსახურდიას სამშვიდობო პოლიტიკას აფხაზეთში, არ იცნობს ვიდეოებს, სადაც გამსახურდია ხვდება საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას და ეუბნება, რომ ყველა მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, მიუხედავად იმისა, ქართული ენა იცის თუ არა; მას არ აინტერესებს, რომ დევნილი „ეთნონაციონალისტი“ გამსახურდია დაკრძალვისას არაერთი ეროვნების კავკასიელმა დაიტირა გროზნოში 1994 წელს. და რას ნიშნავს „მებრძოლი ეთნონაციონალისტი?“ უგანდაში ხუტუს და ტუცის ეთნიკური ჯგუფებმა ერთმანეთი რომ ამოხოცეს, ასეთი ამბები საქართველოში მიახლოებით მაინც მოხდა? ვინ ამოხოცა, ვინ მოკლა გამსახურდიამ? ესე იგი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა „მებრძოლ“ ეთნონაციონალიზმამდე დაყავს ამ ქალს?

ავადსახსენებელი 90-იანების დეზინფორმაციული ღვარი, რომლის გავლენის ქვეშაც ქ-ნი ნატალია მოქცეულა, იმდენად გავეშებული იყო, რომ თვალწინ დაგიხატავდათ გამსახურდიას და მისი მინისტრებს რუსთაველზე, რომლებიც ისხდნენ კოცონებთან, პირდაპირ იქვე ბრაწავდნენ და მიირთმევდნენ არაქართველებს. ეშმაკი რატომ არ გაიცინებს ამაზე, 8 წლის მანძილზე ევრომისიის ხელმძღვანელს რომ მოუსმენს? მიმაჩნია, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, სახელმწიფოს დამფუძნებლის და დამოუკიდებლობის გამოცხადების პროტაგონისტის ეთნონაციონალისტად გამოცხადებისთვის ქვეყნის უმაღლესი რანგის ნებისმიერ დიპლომატს უნდა დაეკისროს დისციპლინარული პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ ის სახელმწიფოს სიმბოლოა. მაგალითად ვინმეს წარმოუდგენია ისრაელელი დიპლომატი, რომელიც რაღაც მსგავსს იტყვის ან დაწერს დავიდ ბენ-გურიონზე?”

P.S. მარგველაშვილმა გიგიაძე და საბანაძე ლამის პრინციპულობის და გმირობის ეტალონებად გამოაცხადა. ეტყობა ოპოზიციაში მოელის მათ. გიგიაძეზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა რასაც ეს ქალბატონი წერს, სხვა არაფერია, თუ არა ნაწილაკი უზომო სიბრიყვის – ხან აკადემიურად დავარცხნილის, ხანაც დაუვარცხნელის“, – წერს  გამსახურდია სოციალურ ქსელში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
იცნობდეთ! სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ღირსეულ მემკვიდრეს,ბოლნისის რაიონუული სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გააუქმა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ფინანსური დახმარება-მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი
კოპირება აკრძალულია!