TaoNews.Ge

“რადიკალური შეზღუდვები არ იქნება“ – ეკატერინე ტიკარაძე

“რადიკალური შეზღუდვები არ იქნება“ – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მინისტრის თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად მართონ.

„საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვიმყოფებით ისეთ სტადიაზე, როდესაც მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით.

რა თქმა უნდა მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე. საბჭო ამასთან დაკავშირებით ასევე იმსჯელებს ორშაბათს.

ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც შარშან ძალიან აქტიური იქნება. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური შეზღუდვები“, – აცხადებს ტიკარაძე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!