TaoNews.Ge

პუტინს ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები განუვითარდა

პუტინს ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი მოვლენები განუვითარდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ მცირე გვერდითი მოვლენები განუვითარდა. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

აცრის შემდეგ, მეორე დღეს რომ გავიღვიძე კუნთები ოდნავ მტკიოდა. სიცხე გავიზომე, ტემპერატურა ნორმალური მქონდა. ინიექციის ადგილას მცირე დისკომფორტს ვგრძნობდი“, – განაცხადა პუტინმა ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში.

პუტინმა სამშაბათს აიცრა, თუმცა სხვა მსოფლიო ლიდერებისგან განსხვავებით, ეს საჯაროდ არ გაუკეთებია. დღემდე უცნობია რომელი ვაქცინით აიცრა რუსეთის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!