TaoNews.Ge

 პუტინმა და ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს

 პუტინმა და ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს.

„სომხური მხარის თხოვნით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაციის განხილვისას კმაყოფილებით აღინიშნა, რომ რეგიონში სიტუაცია სტაბილური და უმეტესად წყნარია“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ლიდერებმა ორმხრივი აქტუალური საკითხებიც განიხილეს, მათ შორის აქცენტი გააკეთეს ენერგეტიკულ სექტორსა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!