TaoNews.Ge

პუტინი და ზელენსკი დონბასის საკითხს ვერ განიხილავენ 

პუტინი და ზელენსკი დონბასის საკითხს ვერ განიხილავენ 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრაზე დონბასში არსებული კონფლიქტის განხილვა ვერ შედგება. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

„ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულიად ნათლად განაცხადა, რომ დიალოგი შეიძლება მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს ეხებოდეს. უკრაინაში არსებული სიტუაციის მოგვარებას ამ შეხვედრაზე ვერ განიხილავენ“ – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება მინსკის შეთანხმებების ასევე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან პირდაპირი დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს.

„აუცილებელია კიდევ დამატებითი დეტალების შეთანხმება პუტინის და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებიოთ“ – განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან „მუდმივი კონტაქტის რეჟიმშია“. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, მოსკოვში გაიმართება, ვინაიდან უკრაინის ხელისუფლებისგან რაიმე სხვა შემოთავაზება არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!