TaoNews.Ge

03.05.2021 / 23:06

“პუტინის დროიდან დაიწყო დიდი წნეხი მედიაზე”-   200 ჟურნალისტის წერილი კრემლს

“პუტინის დროიდან დაიწყო დიდი წნეხი მედიაზე”-   200 ჟურნალისტის წერილი კრემლს

60 ქვეყნის 200 ჟურნალისტი, რომელთა შორის არიან ისეთი პოპულარული გამოცემები, როგორიცაა ინგლისური  The Guardian, ამერიკული  The Washington Post, ფრანგული Le Monde და გერმანული Süddeutsche Zeitung, ასევე გამომძიებელ ჟურნალისტთა კონსორციუმი ICIJ რუსეთში არსებულ მედია გარემოს საგანგაშოდ აფასებენ:

თავისუფალი ბეჭდვითი სიტყვის მსოფლიო დღეს რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაგზავნილი წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელი მედია რუსეთში მას შემდეგ შეიზღუდა, რაც ქვეყნის სათავეში ვლადიმერ პუტინი მივიდა.

სწორედ პუტინის დროიდან დაიწყო დიდი წნეხი მედიაზე, რისთვისაც მისი ხელისუფლება იყენებს საკანონმდებლო ინიციატივებს, ჯარიმებს, მესაკუთრეების შეცვლას და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას. ამ ეტაპზე რუსეთში დომინირებს ისეთი მედია, რომელიც სახელმწიფოს გავლენის ქვეშაა – ნათქვამია წერილში.

მხოლოდ ბოლო კვირაში რუსულ ჟურნალ DOXA- ს 4 თანამშრომელს ბრალი წაუყენეს, რომ ისინი არასრულწლოვან მოქალაქეებს ალექსეი ნავალნის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ, ინტერნეტ გამოცემა Медуза კი ისეთ უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რეესტრში შეიტანეს, რომელიც უცხოეთის სადაზვერვო საქმიანობის ფუნქციას ასრულებს, ხოლო გამომცემლობებმა Новая газета და Разные истории გამოაქვეყნეს გამოძიება, თუ მათ ჟურნალისტებს როგორ უთვალთვალებს რუსული სპეცსამსახური.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

“კრემლის მიერ 76 წლის წინ გამარჯვების მემკვიდრეებად ყოფნის პრეტენზიები ვერ გაამართლებს დღევანდელ “გამარჯვებებს” უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილების ანექსიაში”
კოპირება აკრძალულია!