TaoNews.Ge

“პროტესტით, ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ ისარგებლა – პრემიერი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტის ვიზიტის გამო მოქალაქეების პროტესტის “დესტრუქციულმა ძალამ” “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისარგებლა. მისი თქმით, ეს იმ ფონზე მოხდა, როცა ქვეყანა ნაწილობრივ გაიხსნა ტურისტებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროეტისტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორც სჩვევიათ მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს. ამჯერადაც ნაციონალური მოძრაობის და კერძოდ სააკაშვილის მიზანია რა თქმა უნდა დესტრუქცია და საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც, ეს გააკეთეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ტურისტების შემოსვლას, მით უმეტეს ამ ვითარებაში”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურები პოზნერის ვიზიტის პარალელურად კანონის სრული დაცვით მოქმედებდნენ.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!