TaoNews.Ge

პროკურორი: ჯარისკაცებს მუხლებზე დაჩოქილებს აიძულებდნენ, კბილის ჯაგრისით ყაზარმის ტერიტორია ეხეხათ

პროკურორი: ჯარისკაცებს მუხლებზე დაჩოქილებს აიძულებდნენ, კბილის ჯაგრისით ყაზარმის ტერიტორია ეხეხათ

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმის პროკურორი ყვება, თუ რა საქმის გაკეთებას აიძულებდნენ ბრალდებულები სამხედროებს.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ბიჩელაშვილმა მოკლეტარიანი კბილის ჯაგრისით და კბილის პასტით დაზარალებულ მარტიროს მანასიანს საპირფარეშოს იატაკი მოახეხინა. ასევე, დაზარალებულებს, სულხანიშვილსა და სეხნიაშვილს სიტყვიერი ბრძანებით, 2-დან 4-საათამდე მუხლებზე დაჩოქილს სხვა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით ყაზარმის ტერიტორია გაახეხინა.

ბიჩელაშვილმა ასევე დაზარალებულ არშავირ არუტულიანს სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე მოკლეტარიანი ფეხსაცმლის საწმენდი „ჩოთქით“ ყაზარმის ოთახი, საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის სივრცე მოაწმენდინა. ამასთან, გიორგი ბიჩელაშვილმა ერთ-ერთ დაზარალებულს დამამცირებელი მოქმედების დროს ფოტოსურათები გადაუღო და ტელეფონში კომპრომატის სახით ინახავდა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დიმიტრი დევდარიანს, მან ერთ-ერთ დაზარალებულს – სეხნიაშვილს სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით უთხრა, რომ მისი საქმე მხოლოდ ხეხვა იყო. დევდარიანმა თამაზ სეხნიაშვილს დილიდან საღამომდე, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, სხვა ვადიანი ჯარისკაცების თანდასწრებით ახეხინა ყაზარმის ტერიტორია, საპირფარეშოს პირსაბანი იატაკი, კარი.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!