TaoNews.Ge

პრინცი უილიამი – რასისტული ოჯახი სულაც არ ვართ

პრინცი უილიამი – რასისტული ოჯახი სულაც არ ვართ

რასისტული ოჯახი სულაც არ ვართ, – ასე გამოეხმაურა პრინცი უილიამი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუს ოპრა უინფრისთან, სადაც მეგან მარკლმა თქვა, რომ სამეფო ოჯახის წევრები ინტერესდებოდნენ, რა ფერის კანი ექნებოდა მათ შვილს.

პრინცი უილიამი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ უსაუბრია ძმასთან, თუმცა უახლოეს მომავალში აპირებს.

შეგახსენებთ, მეგან მარკლის ინტერვიუს რამდენიმე დღის წინ სამეფო ოჯახიც გამოეხმაურა.

„მთელი ოჯახი დამწუხრებულია იმის გაგებით, რამდენად რთული იყო ჰარისა და მეგანის ბოლო წლები. წამოჭრილი საკითხები, კერძოდ კი, რასიზმთან დაკავშირებული საკითხი შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოგონება განსხვავებულია, ჩვენ ის სერიოზულად მივიღეთ და მას ოჯახის მიერ პასუხი გაეცემა პირადად. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ოჯახის საყვარელი წევრები“, – აღნიშნულია სამეფო სახლის განცხადებაში.

8 მარტს ტელეკომპანია „სიბიესმა“ მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუ გაავრცელა. ინტერვიუში მეგან მარკლი სამეფო ოჯახში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!