TaoNews.Ge

პრემიერ ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად  რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!