TaoNews.Ge

პრემიერ-მინისტრმა აწყურში ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-ინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი “ქართუ”  ახორციელებს.

აწყურის ღვთისმშობლის კათედრალის სრული რეაბილიტაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს დაიწყო.

მე-10 საუკუნის ისტორიული კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მიაწოდა.

მან პრემიერ-ინისტრს კათედრალის რეაბილიტაციის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა გიორგის ხატი აჩუქა.

მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ფონდი “ქართუ” ასევე ახორციელებს აწყურის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პრემიერ-ინისტრთან ერთად კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა,

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!