TaoNews.Ge

პოლონელი მესაზღვრე ემილ ჩეჩკოს განცხადებით პოლონელმა სამხედროებმა ბელარუსიდან შესული 240-ზე მეტი მიგრანტი ტყეში ჩაცხრილეს

პოლონელი მესაზღვრე ემილ ჩეჩკოს განცხადებით პოლონელმა სამხედროებმა ბელარუსიდან შესული 240-ზე მეტი მიგრანტი ტყეში ჩაცხრილეს

პოლონელი მესაზღვრე ჯარისკაცი ემილ ჩეჩკო, რომელიც პოლონეთიდან ბელარუსში გაიქცა, აცხადებს, რომ პოლონელმა სამხედროებმა ბელარუსიდან შესული 240-ზე მეტი მიგრანტი ტყეში ჩაცხრილეს. ამ ფაქტის შესწრების შემდეგ ემილი ბელორუსში გაიქცა და თავშესაფარი ითხოვა. იგი ყვება, რომ პოლონელი მესაზღვრეები სისტემატიურად კლავდნენ მიგრანტებს, როგორც კოლეგამ გაუმხილა, ჯერ არ ყოფილა ფაქტი, რომ მათ მიგრანტები ესკორტით წაეყვანოთ და არ მოეკლათ. “ალკოჰოლს გვასმევდნენ და ბრძანებას გვაძლევდნენ რომ მიგრანტებისთვის გვესროლა” – აცხადებს ჩეჩკო.
პოლონეთის მთავრობის განცხადებით ბელარუსიის საზღვართან ახლოს რამდენიმე ათეული დახოცილი მიგრანტი იპოვეს. ჯერ-ჯერობით მეტი დეტალი უცნობია.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!