TaoNews.Ge

პოლონეთმა 3 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

2021 წლის 15 აპრილს, პოლონეთში რუსეთის ფედერაციის ელჩი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. ელჩს დიპლომატიური ნოტა გადაეცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვარშავაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს სამი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი დიპლომატიური სტატუსის დარღვევა და მითითებული პირების მიერ პოლონეთის რესპუბლიკის საზიანოდ საქმიანობის განხორციელებაა“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

 

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!