მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ სამრეკლოში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფრესკა დააზიანეს, რომელიც თავის დროზე ამავე საპატრიარქოს ყოფილ მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა.
ფრესკის დაზიანების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ფოტოები „პრაიმტაიმნიუსმა“ ადგილზე გადაიღო.
კომენტარს არც მეუფე გრიგოლი (კაცია) და არც ახლადდანიშნული მეუფე სტეფანე არ აკეთებენ. მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ეპარქია ორი თვის წინ დატოვა.
წყარო :Ptn.ge