TaoNews.Ge

03.05.2021 / 23:32

პედაგოგი მოსწავლეს ამცირებს და დასცინის, მოზარდმა თვითმკვლელობა საცადა – შემზარავი ამბავი ადიგენიდან

პედაგოგი მოსწავლეს ამცირებს და დასცინის, მოზარდმა თვითმკვლელობა საცადა – შემზარავი ამბავი ადიგენიდან

მასწავლებლების ტერორი ადიგენის რაიონის, სოფელ ზანავის სკოლის მოსწავლეეზე – მეათე კლასის მოსწავლემ ბულინგს ვერ გაუძლო და თვითმკვლელობა სცადა.  ამბავი, რომელსაც “ტვ პირველს” უყვებიან შოკისმომგვრელია – პედაგოგები  უმძიმეს დანაშაულში არიან ბრალდებულები, მასწავლებლებს არასრუწლოვნებს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივებასა და დაპირისპირების პროვოცირებაში პირდაპირ ადანაშაულებენ.

ირკვევა, რომ სკოლას ერთი სანათესაო მართავს და პრეტენზიის შემთხევაში სკოლის დირექცია მოსწავლეს უმძიმეს ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფეებს.

“პირველების” ინფორმაციით, ერთ-ერთი პედაგოგის ქმარი პოლიციელია, მეორე მღვდლის ძმა. უმძიმესი ისტორიების შესახებ იციან განათლების სამინისტრომ, თუმცა უწყებას არაფერი მოუმოქმედებია.

არასრულწლოვანის მშობელი ამტკიცებს, რომ მისი მეათე კლასელი შვილი მასწავლებელმა, მარეხი  ფანჩულიძემ ლამის სუციდამდე მიიყვანა. მოსწავლის დედა აცხადებს, რომ პედაგოგი  ბავშვებს ამცირებს, აკადემიური მოსწრების შესაბამის ნიშანს არ უწერს და მათ რელიგიურ აღმსარებლობაზეც ცინიკურად ესაუბრება.

დანაშაულია, როცა ათიანი გეკუთვნის და გეუბნება, გეკუთვნის და არ გიწერო. რას ჰქვია, პრინციპულად არ გიწერო? ტუტუცი და უზრდელი ხარო და შენისთანა ბავშვები უფალს არ უყვარსო, ხაზს უსვამს და ამბობს, იცით რა, აი ასეთი ბავშვები უფალს არ უყვარსო, რას ნიშნავს ეს? პედაგოგი, რომელიც ეკლესიაში დადის დღე და ღამე. ცინიკური მიდგომა აქვს ბავშვების მიმართ, მაგალითად, ძალიან ბევრი სხვა აღმსარებლობის ბავშვი ცხოვრობს კონკრეტულ სოფელში და ყველა ერთნაირად არ მარხულობს. ტყუილად შიმშილობთო, თქვე საწყლებო- ასე ეუბნება. ეს პედაგოგი პირდაპირ მოუწოდებს ბავშვებს, დააბულინგეთ სხვებიო. არანაირი პეგადაგოგიური განათლება არა აქვს და 5 საგანს ასწავლის.

მშობელი ითხოვს ბულინგის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, ბავშვები სიცოცხლეს ფატალურად დაასრულებენ.

აუცილებელი არ არის, სკოლას მსხვერპლი ჰყავდეს, რომ რეაგირება მოახდინოს, ლუკა სირაძის მაგალითია, როცა ბავშვებმა ფატალურად დაასრულეს სიცოცხლე, ამიტომ დაგვიტოვეს წარწერები და დღემდე ხინჯად გვაქვს. მერე სახის ხოკვას მნიშვნელობა არა აქვს – ჩვენი შვილების თვალებში მზე აღარ იქნება – აცხადებს მშობელი.

წყარო :tvpirveli.ge

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!