TaoNews.Ge

04.05.2021 / 00:06

პატრიარქმა მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები გაუგზავნა

პატრიარქმა მსჯავრდებულებს სააღდგომო საჩუქრები გაუგზავნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს სააღდგომო ნობათი – ტკბილეული, სააღდგომო პასკა, კვერცხი, სხვა საკვები, სანთლები და საჩუქრები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ ქალების N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, არასრულწლოვანთა N11 და N8, ასევე ქუთაისის N2 დაწესებულებებში განთავსებულ არასრულწლოვნებსა და ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, აგრეთვე უვადოდ თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულებს გლდანის N8 დაწესებულებაში.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

“ომბუდსმენი, როგორც პიროვნება და ზოგადად რასაც ახლა ის ახორციელებს, არის პოლიტიკური იდეოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც შერჩევით იცავს სხვადასხვა ადამიანების უფლებებს”- მეუფე სტეფანე
კოპირება აკრძალულია!