TaoNews.Ge

პარტია „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ თელავსა და ლაგოდეხში ოფისები გახსნა

პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები საჩხერეში, ჭიათურასა და ზესტაფონში გაიხსნა

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ მთელი საქართველოს მასშტაბით ოფისების გახსნას განაგრძობს. დღეს, მორიგი  ოფისები საჩხერეში, ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გაიხსნა.

საჩხერის  ოფისი გომართელის #8-ში  მდებარეობს და მას ლაშა გომართელი  უხელმძღვანელებს.

ჭიათურის ოფისი ნინოშვილის  #23-ში მდებარეობს და მისი ხელმძღვანელები გიორგი ლობჟანიძე და ზაურ მოდებაძე იქნებიან.

რაც შეეხება ზესტაფონის ოფისს, ის აღმაშენებლის #27-ში მდებარეობს და მას დავით ჭუმბაძე და ბესიკ ლეონიძე უხელმძღვანელებენ.

პარტიის ლიდერებმა, ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლობასთან, სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და ერთობლივი ამოცანები დასახეს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!