TaoNews.Ge

პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა 79 ხმით, არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ.

 

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!