TaoNews.Ge

16.05.2021 / 16:14

“პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული, გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ქიშპობა, ცილობა”-ვასაძე

“პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული, გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ქიშპობა, ცილობა”-ვასაძე

პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული! გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ეს პარტიული აჯაფსანდალი, ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ გვითხრეს, რაც უფრო მეტი პარტია იქნება შეყრილი პარლამენტში, მით უფრო კარგად წარიმართება ქვეყანა, შეხედეთ, ხალხო, რა ხდება?! პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული! გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ამ სხვადასხვა პარტიების გაუთავებელი ქიშპობა, ცილობა ერთმანეთში. ამ რაღაც კალეიდოსკოპს თვეებია ვუსმენთ და გვექმნება მკაფიო განცდა, რომ ამ ხალხს ჰგონია, რომ ხელისუფლება ცალკეა და ხალხი ცალკეა, ამაში ძალიან ცდებიან! მაპატიეთ და ეს პარტიული აჯაფსანდალი, როცა შემოჰქონდათ, მაშინ ვთქვით, რომ ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს. ამას ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები ვამბობდით, არა ერთი და ორი წელია“, – განაცხადა ვასაძემ.

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

ბოლო სიახლეები

მსგავსი სტატიები

GE92BG0000000498753269

შ.პ.ს ტაონიუსი

კოპირება აკრძალულია!