TaoNews.Ge

პარიზში ერთთვიანი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა

პარიზში ერთთვიანი „ლოქდაუნი“ ამოქმედდა

პარიზსა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 16 დეპარტამენტში  „ლოქდაუნი“ ამოქმედდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო. პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის თქმით, ახალი შემთხვევების დაახლოებით 75%-ი ე.წ. „ბრიტანულ შტამზე“ მოდის. ”ეპიდემია მწვავდება. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომ არ დავკარგოთ მასზე კონტროლი“, – აღნიშნა კასტექსმა.

შეზღუდვების ფარგლებში დაიხურება სილამაზის სალონები, ტანსაცმლისა და ავეჯის მაღაზიები. სკოლები ღია რჩება და მოქალაქეებს გარეთ ვარჯიშის უფლება ექნებათ, თუმცა თავიანთი სახლებიდან 10 კილომეტრის რადიუსში.

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 35 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საავადმყოფოებში რეანიმაციული განყოფილებები დატვირთვით მუშაობენ, განსაკუთრებით პარიზში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 400-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!