TaoNews.Ge

“ოცნებას” გახარიას ნარკოტიკული თრობის დროს გადაღებული კადრები აქვს” – გიორგი მშვენიერაძე

რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული, – ამის შესახებ იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც იურისტი აღნიშნავს, აღნიშნულს სავარაუდოდ, კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინული „ვიკილიქსი“ გამოამზეურებს.

„2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახა კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი რომ ჩააბარა, ხომ გახსოვთ? ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა?

დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ, კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული „ვიკილიქსი“. როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან“, – წერს მშვენიერაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა. როგორც მან აღნიშნა, “ყველანაირად სუფთაა”. ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებსაც, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

იპნ

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!