TaoNews.Ge

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ოცნებამ“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე უარი ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა – პოდოლიაკი

„საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი ადგილობრივი ოლიგარქის, ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო თქვა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევა ადასტურებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჩვენა, თუ რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციების განხილვაზე. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ოლიგარქის, ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია მის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას გვთავაზობს. ყველა რუს ოლიგარქს შეეხება „დეოლიგარქიზაცია“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

მსგავსი სიახლეები

კოპირება აკრძალულია!