საქართველოს ეკლესიაში განხეთქილების მცდელობისა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის გამო ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, 6 მონაზონს და 4 მორჩილს ეპიტემია დაადო და უზიარებლობით დასაჯა. გამოქვეყნდა მეუფის ოფიციალური ბრძანება N3, რომელიც 28 მარტით თარიღდება და ის ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.
