TaoNews.Ge

“ორი ხატა (სახლი) მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე” : მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკრაინაში მა­მუ­ლი შეიძინა

“ორი ხატა (სახლი) მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე” : მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკრაინაში მა­მუ­ლი შეიძინა

უკ­რა­ი­ნის პო­პუ­ლა­რულ­მა გა­მო­ცე­მამ “სტრა­ნა“ («Страна») გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით: “ორი ხატა მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მირ­გო­როდ­თან ახ­ლოს მა­მუ­ლი იყი­და”, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა გად­მო­ცე­მუ­ლი, კერ­ძოდ, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და მი­წე­ბის ფლო­ბის ამ­ბა­ვი (ავ­ტო­რივარ­ვა­რა კვიტ­კა).

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა, ამ­ჟა­მად კი უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მარო­გორც ჩანს, სე­რი­ო­ზუ­ლად და დიდი ხნით გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნა­ში და­ფუძ­ნე­ბა. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში მსოფ­ლიო სა­ხე­ლის მქო­ნე ქარ­თველ/უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ტი­კოსს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს კუ­თხე­ში მა­მუ­ლი შე­უ­ძე­ნია.

და კონ­კრე­ტუ­ლად სად, არ იკი­თხავთ? სად და მდი­ნა­რე ხო­რო­ლის ნა­პირ­ზე, სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ მირ­გო­როდ­თან ახ­ლოს.

ჩვენ­მა კო­რეს­პონ­დენ­ტებ­მა მო­ი­პო­ვეს ამო­ნა­წე­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ესტრი­დან, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­შას იან­ვარ­ში, მირ­გო­რო­დი­დან 7 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, რი­ბალ­სკო­ეს და­სახ­ლე­ბა­ში 36,5 მე­ა­სე­დი მი­წის ნაკ­ვე­თი უყი­დია. კი­დევ ერთი ამ­დე­ნი­ვე ფარ­თო­ბის მქო­ნე ნაკ­ვე­თი მას იქვე უფრო ადრე შე­უ­ძე­ნია. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნაკ­ვეთ­ზე ამ­ჟა­მად ორი სახ­ლი დგას, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

თუ თა­ნამ­გზავ­რი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ, სახ­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ლებს კი არ წარ­მო­ად­გე­ნენ, არა­მედ პოლ­ტა­ვის მხა­რი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ტრა­დი­ცი­ულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს (“ხატა“ – უკ­რა­ი­ნუ­ლად).

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლისხა­ტა­დანპირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე გას­ვლა. ხო­რო­ლი ამ ად­გილ­ზე ძა­ლი­ან გა­ნი­ე­რი არ არის, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, ნა­პი­რე­ბი ზო­გან ის­ლი­თა და ლე­ლით არის და­ფა­რუ­ლი.

რო­გორც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის გან­ცხა­დე­ბებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი, მსგავ­სი სახ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თველ პო­ლი­ტი­კოსს აქვს ნა­ყი­დი, მა­ინ­ცდა­მა­ინც ძვი­რი არ ღირს, სა­დღაც ერთი საკ­მა­ოდ კარ­გად ნახ­მა­რი უცხო­უ­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის ფასი – 10-დან 15 ათას დო­ლა­რამ­დე, მაგ­რამ ამ ნაკ­ვე­თებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბაც, რაც, ალ­ბათ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აქვს გან­ზრა­ხუ­ლი.

სხვა­თა შო­რის, უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის რე­ესტრში გაჩ­ნდა იმის მო­ნა­ცე­მე­ბიც, რომ თა­ვის ოდე­სურ პენ­ტჰა­უს­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ერთ-ერთი მაღ­ლი­ვი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე (სხვენ­ში) მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია ჩა­უ­წე­რია. მხედ­ვე­ლო­ბა­შია სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს “ჟემ­ჩუ­ჟი­ნა-25“-ის ბოლო სარ­თულ­ზე არ­სე­ბულ ბინა, რო­მე­ლიც მუს­კო­მე­დი­ის თე­ატრთან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სუ­რი პენ­ტჰა­უ­სი ასე­ვე დე­და­მის­ზე და თვი­თონ მი­შა­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი კი­ე­ვის ახ­ლოს სო­ფელ ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სახ­ლი (ვილა). დრო­დად­რო იქ სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­დის, ტე­რი­ტო­რი­ას აფარ­თო­ე­ბენ და სახ­ლს რე­კონ­სტრუქ­ცი­ას მო­დერ­ნის სტი­ლით უკე­თე­ბენ.

მკი­თხვე­ლებს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვი­ლა­ში მისი ახა­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გო­ბა­რი ქალი ცხოვ­რობს.

წყარო :ambebi.ge

მსგავსი სიახლეები

No Content Available
კოპირება აკრძალულია!